ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალური დიზაინის ავეჯის დამზადებას ნებისმიერი სივრცისთვის — სახლისთვის, ოფისისთვის თუ კომერციული ობიექტებისთვის.
ვამზადებთ თანამედროვე, ხარისხიან და ფუნქციურ ავეჯს თქვენი სურვილებისა და სივრცის მოთხოვნების მიხედვით.
- სამზარეულოს ავეჯი
- საძინებლის ავეჯი
- მისაღების ავეჯი
- საოფისე ავეჯი
- გარდერობები და ჩაშენებული კარადები
- ინდივიდუალური დიზაინის პროექტები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, დეტალებზე ზრუნვა და მომხმარებლის კომფორტი.
RENART— სადაც რემონტი და დიზაინი ხელოვნებად იქცევა.
ავეჯის დამზადება ინტერიერის დიზაინსა და სარემონტო მომსახურებასთან ერთად ქმნის სრულყოფილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ პროცესს, რაც უზრუნველყოფს სივრცის ჰარმონიულ, კომფორტულ და სრულყოფილ მოწყობას.
ჩაშენებული ავეჯის ღირებულება დამოკიდებულია გამოყენებულ მასალებზე, მექანიზმებსა და დიზაინის სირთულეზე.
ფასის განსაზღვრა ძირითადად ხდება ავეჯის ფასადის საერთო ფართობის მიხედვით.
გთავაზობთ 1 კვადრატული მეტრის ღირებულებას სხვადასხვა ტიპის მასალისა და მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში.
ავეჯის ზუსტი ღირებულების დასადგენად საჭიროა აზომვა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის შედგენა.
რემონტი
ლამინატი
MDF
ხშირად დასმული კითხვები
ამზადებს თუ არა კომპანია RenArt-ი ინდივიდუალურ ავეჯს შეკვეთით?
დიახ, კომპანია RenArt-ს აქვს საკუთარი, თანამედროვე ავეჯის წარმოება, სადაც ვამზადებთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალურ ავეჯს: სამზარეულოებს, ჭერამდე აყვანილ ფარულ კარადებს, საძინებლისა და მისაღები ოთახის კონსტრუქციებს. ავეჯი იქმნება ზუსტად ინტერიერის დიზაინის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეული კარადისა თუ თაროს ზომა მილიმეტრებში ჯდება რეალურ სივრცეში.
რა მასალებს იყენებს RenArt-ი ავეჯის დამზადებისას და რა არის საგარანტიო ვადები?
ავეჯის წარმოებაში RenArt-ი იყენებს მხოლოდ ევროპული სტანდარტების, ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი სიმკვრივის მასალებს (აკრილი, შეღებილი მდფ, ნატურალური შპონი, ლამინატი) და უმაღლესი ხარისხის ავსტრიულ ან გერმანულ ფურნიტურას (Blum, Hettich). ჩვენს დამზადებულ ავეჯზე, ისევე როგორც რემონტზე, ვრცელდება ოფიციალური ხარისხის გარანტია.
შესაძლებელია თუ არა RenArt-ში მხოლოდ ავეჯის დამზადების შეკვეთა, თუ ბინა უკვე გარემონტებულია?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ RenArt-ის ავეჯის წარმოებას მაშინაც, თუ ბინაში რემონტი უკვე დასრულებულია. ჩვენი კონსტრუქტორები თავად მოვლენ ობიექტზე, უფასოდ შეასრულებენ ზუსტ ლაზერულ აზომვებს, დაგეხმარებიან მასალებისა და ფურნიტურის შეთანხმებაში, დაამზადებენ და ადგილზე აგიწყობენ ნებისმიერ სასურველ ავეჯს.